“პანდემიის პირველი დღიდან სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, მთლიანად ხელისუფლებამ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობა. აერთაშორისო თანამეგობრობაც მაღალ შეფასებას აძლევს ამ მონდომებას, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკმარისი არ არის,”- ამის შესახებ ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთვარობის ახალ კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის სახით წინ დიდი გამოწვევებია, ამიტომ მუდმივად წინა ხელისუფლრბასთან შედარება არ შეიძლება.
“ჩვენ გვმართებს მეტი კრიატიულობა, მეტი არაორდინალურობა, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილების მიღებაში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა. დღეს ჩვენ ომში ვართ პირდაპირი მნიშვნელობით, უხილავი მტრის წინააღმდეგ, სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოოდ როგორ და როდის დასრულდება პანდემია, ამიტომ საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის პ;ენარულ სხდომაზე დღეს იმსჯელებენ. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვის საჭიროა სულ მცირე 76 ხმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “მოქალაქეები.”