aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაცივრები, რომლებიც ვაქცინისთვის გაამზადეს, გზაშია თუ „გადაგდებულები” ვართ” – მედიცინის დოქტორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის შემოტანის შესახებ წერს.

ასევე, დოქტორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გავრცელებულ პოსტში ამბობს, რომ ვირუსი არსად წასულა და ძალიან მალე შეგვახსენებს თავს

„პოლიტიკამ გადაფარა კოვიდ-19. არადა ვირუსი არსად წასულა და ძალიან მალე შეგვახსენებს თავს.

UNICEF-ის ინფორმაციით, საქართველოს კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთ მწარმოებელთან არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. როგორც სჩანს COVAX-ის იმედად ვართ, რომ რამე გვერგება.

თებერვლის ბოლოს ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინა რომ უნდა შემოსულიყო, რომლისთვისაც მაცივრები გაამზადეს, გზაშია თუ „გადაგდებულები” ვართ,“ – წერს კავსაძე.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა სავარაუდოდ, ერთი კვირით გადაიდო.

იტვირთბა....