მთავარი ციტატა

“არ ვიცი, რამდენად ღირდა, გახარიას წასვლის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება”- სოზარ სუბარი გახარიას წასვლაზე

“გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის, საარჩევნო კამპანიაზე.უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა ეს მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება.”

სოზარ სუბარი – “ქართული ოცნების” წევრი

აღნიშნულით სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტროს პოსტიდან წასვლის შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებს აფასებს და ამბობს, რომ მან “ყველაფერი წყალს გაატანა.”

როგორც სუბარი ამბობს, ასეთ პერიოდში გუნდის ლიდერის მოულონელად წასვლა არ შეიძლება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, წასვლის მიზეზად კი მის გუდში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზე პოზიციების შეუთავსებლობა დაასახელა.

იტვირთბა....