ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამო შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო”- ქობულეთში მომხდარი ტრაგედიოს შემდეგ მშობლების მარში გაიმართება

ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობისა და მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დედები და მამები საკუთარი შვილების უფლებებისთვის ქუჩაში გამოსვლებს იწყებენ.

“გამო შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო” –  საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამ გზავნილით მშობლების მარში გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით ასდღიანი კამპანია უკვე დაგეგმილია. უფლებადამცველები საზოგადოებას ჩართვისკენ მოუწოდებენ.

უფლებადამცველები სახელმწიფოსგან ბავშვებისა და ქალების სექსუალური ძალადობისგან დაცვას, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანითა და პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნით ითხოვენ.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

კაცი შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს.

 

იტვირთბა....