aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის თავიდან გამოჩენა მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მოვლენებს პირდაპირ აკონტროლებს”- აშშ-ის ყოფილი ელჩი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილია კორტნი ქვეყანაში ბოლო რეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს კრიზისი გაცილებით ადრე დაიწყო.

ყოფილი ელჩის პრემეირის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასაც ეხმიანება და როგორც აცხადებს, ღარიბაშვილის თავიდან გამოჩენა მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მოვლენებს პირდაპირ აკონტროლებს.

მისივე თქმით,  “საქართველოში მოვლენების განვითარებით დასავლეთი ძირითადად იმედგაცრუებულია.

“საქართველოში მოვლენების განვითარებით დასავლეთი ძირითადად იმედგაცრუებულია. ეს კრიზისი დიდი ხნით ადრე დაწყო. 2013 წელს, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად წარადგინეს, ჩანდა, რომ მისი ერთადერთი კვალიფიკაცია ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეობა იყო. პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის თავიდან გამოჩენა მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მოვლენებს პირდაპირ აკონტროლებს. ევროკავშირის და შეერთებული შტატების მისიები ფასილიტაციას ცდილობენ, თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან მუშაობა არ შეუძლიათ. შესაძლოა, მოვიდა დრო, ქართველებმა გამორჩეული პირების მონაწილეობით შექმნან დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს და რეკომენდაციებს მისცემს საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლარიზება და გამოუვალი სიტუაცია გაგრძელდება…”= განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

იტვირთბა....