ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობამ შესაძლოა, იმსჯელოს სასტუმროების გახსნაზე,
როგორც თურნავამ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა მთავრობა სასტუმროების გახსანას საბაგიროების გახსნის გარეშე განიხილავს.
ამასთან, თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხის დაყენება რაციონალურ აზრს მოკლებული არ არის, თუმცა სასტუმროების გახსნა ძლიერი კონტროლის პირობებში უნდა მოხდეს.
“ჩემი მოკრძალებული აზრით პირველი პრიორიტეტი არის საქალაქთშორისო ტრანსპირტის გახსნა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა. და მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ამ შეზღუდვაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მეორე რაც შეეხება რესტორნების შიდა სივრცეები, მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია და ჯანდაცვის სამინისტრო და ახალ რეგულაციებსას განვიხილავთ და ალბათ ერთ-ერთი შემდეგი ამ შეზღუდვის მოხსნა იქნება.” – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსებთ, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. კომიტეტების ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს.
ცნობისთვის, 21 თებერვალს კი საპარლამენტო კომიტეტებში დანარჩენი კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.
22 თებერვალს პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს – საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.