ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული კომიტეტების ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ.

ცნობისთვის, 21 თებერვალს კი საპარლამენტო კომიტეტებში დანარჩენი კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.

22 თებერვალს პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს – საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილების თანახმად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძეა წარდგენილი.

იტვირთბა....