ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად ვიმოქმედოთ” – ნინო წილოსანი

“მომავალი პრემიერ-მინისტრი, პანდემიის გამო არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს და ამიტომ, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას დეპუტატები ყურადღებას ამ საკითხზეც გაამახვილებენ,” – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წილოსანის განმარტებით, პარლამენტის შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ფრთხილად იმოქმედონ.

„აქცენტი გვექნება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით სიახლეებზე. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახალი კადრია, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს ალბათ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ვიმოქმედოთ ფრთხილად. ასევე აქცენტი გაკეთდება ბიუჯეტის ნაწილზე, რადგან საკმაოდ რთული წელი გველის პანდემიიდან გამომდინარე”, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

იტვირთბა....