ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ფოტო) “რაო, გავრილოვა, რა მითხრი? გაჩერდი ახლა, გაფრთხილებ”- გია ვოლსკი “მთავარი არხის” ჟურნალისტს

მას შემდეგ, რაც “მთავარმა არხმა” ეთერში “ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის ტიტრზე გიორგი გავრილოვი დააწერა, მმართველი გუნდის წარმომადგენელსა და არხის ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის შელაპარაკება მოხდა.

გია ვოლსკიმ “მთავარი არხის” ჟურნალისტს “გავრილოვა” დაუძახა, რამაც ჟურნალისტის გაღიზიანება გამოიწვია.

“რაო, გავრილოვა, რა მითხარი?” ამ მიმართვაზე ჟურნალისტმა უპასუხა: “მე არ ვარ გავრილოვა, ეს შეურაცხყოფაა”.

ჟურნალისტის კომენტარზე კი “ოცნების” დეპუტატმა მას მიმართა:

“თქვენთვის არის შეურაცხყოფა და ჩემთვის არაა შეურაცხყოფა? “გლავნ კანალი” ხართ თქვენ. გაჩერდი ახლა, დამანებე თავი, გაფრთხილებ.”

შეგახსენებთ, 17 თებერვალს, როცა ნიკა მელიას განაჩენი გახდა ცნობილი, “მთავარმა არხმა”  “ოცნების” წარმომადგენლების წარდგენისას ტიტრზე გავრილოვი დააწერა.

იტვირთბა....