“რაიმეს პროგნოზირება ახლა ძალიან რთულია. ვიცით, რომ პოლიტიკური ვერდიქტი იმ ღამეს იქნა გამოტანილი. ვერდიქტი, რომელიც უბრალოდ არ აღასრულა გაზარიამ. პოლიტიკურად გადაწყვეტილება მიღებული იყო ძალადობაზე.
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა, რითიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ დაიძრა, მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, იმ დღესვე ახალი პრემიერის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.