ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) ღარიბაშვილი საერთოდ ის პერსონაა, რომელიც გაძლევს კიდევ უფრო მეტ ენერგიას” – ნიკა მელია

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია მართალია და :ქართული ოცნება” სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს მის დამარცხებას.  ამის შესახებ ნიკა მელიამ “პოლიტიკურ პარასკებში”  განაცხადა.

“სიმართლე არასდროს, ვერასდროს დაუმარცხებიათ და მართლა მიკვირს, რატომ უკვირთ ოპოზიციის მხნეობის. მართლები ვართ და იმიტომ ვერასოდეს ვერ გაგვტეხავენ. ისე ვარ მართალი, როგორც არასოდეს.

ვამბობდი, როგორ უნდა დავუხარო თავი კობახიძეს, ფარცხალაძეს, მურუსიძეს, ამ ადამიანებს, ივანიშვილს როგორ უნდა დავუხარო თავი-მეთქი და ღარიბაშვილი ამ ჩამობათვალში არ მქონდა, იმიტომ, რომ არ არსებობდა ეგ ადამიანი და უცბად ამოატივტივეს ბატონი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი საერთოდ ის პერსონაა, რომელიც გაძლევს კიდევ უფრო მეტ ენერგიას,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

იტვირთბა....