მსახიობის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ კახის კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმე კარგად მიდის და ყველაფერი კარგად იქნება”, – აცხადებს იმერი კავსაძე.
ცნობისათვის, მსახიობი კახი კავსაძე, რამდენიმე დღეა, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. როგორც მედიკოსები აცხადებდნენ, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა.