ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გახარია რომ უფუნქციოდ დარჩა და ვერავის აკონტროლებდა, ცალსახა იყო”- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიას წასვლა არ გაკვირვებია, ვინაიდან პრემიერობის დროს უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ამის შესახებ გოგაშვილმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემა “რეალური პოლიტიკაში” განაცხადა.

გოგაშვილის თქმით, გახარიამ გუნდში არსებული კრიზისის განმუხტვა ვერ შეძლო.

“კრიზისი არის გუდში. გახარიამ ვერ შეძლო ამ კრიზისის განმუხტვა. არც გამკვირვებია გახარიას წასვლა, ის რომ უფუნქცოდ დარჩა და ვერავის აკონტროლებდა, ეს ცალსახა იყო. ის ადასტურებს იმ განწყობას, რომელიც მე მის მიმართ მქონდა. ძალიან დიდი კამპანია მიმდინარეობდა, რომ ის იყო კრიზის-მენეჯერი. მაგრამ შიდა პრობალემები როცა წარმოიშვებოდა, გადაჭრა არ ხდებოდა გუნდური გადაწყვეტილებით,”- აცხადებს გოგაშვილი.

რაც შეეხება პრემიერობის ახალ კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწევს მოღვაწეობა.

“”ვინც არ უნდა ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი, ძალიან ურთულეს პერიოდში უწევს მოვალეობის შესრულება. სახეზეა რამდენიმე კრიზისი. მათ ფორსმაჟორში მოუწიათ კანდიდატის შერჩევა. ალბათ ის გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომლებიც იყო. ის უფრო მეტად გამოცდილია, ვიდრე იყო 2013 წელს,”- აცხადებს სოსო გოგაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

იტვირთბა....