პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე სანქცია იზრდება. კანონპროექტის ინიციატორი “ქართული ოცნების” წევრი, ლადო კახაძეა. ამის შესახებ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე მსჯელობენ.
სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ ლადო კახაძეს მიმართა და ნაცვლად 50 ლარისა, ჯარიმის გაორმაგება მოითხოვა.
„რაკი, იურიდიულ პირებთან დაკავშირებით შევთანხმდით, განმეორებით სამართალდარღვევის შემთხვევაში სახდელის გაორმაგებასთან დაკავშირებით, ლოგიკა თანმიმდევრული რომ იყოს, გთავაზობთ, რომ 20-ლარიანი ჯარიმის გაორმაგება იყოს შემოთავაზებული და 40 ლარი გახდეს, ნაცვლად თავდაპირველი, შემოთავაზებული 50-ლარისა. ვფიქრობ, ლოგიკურად დაბალანსებული და სწორი მიდგომა იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამ ინიციატივას ლადო კახაძე დათანხმდა.
“მაქვს პატივი, რომ დავეთანხმო ჩემი კომიტეტის სახელით ამ გონივრულ შეთავაზებას“, – უპასუხა კანონპროექტის ინიციატორმა.