მთავარი ციტატა

“გახარიამ პირდაპირ თქვა, რომ მელიას დაჭერის გადაწყვეტილება ,”ოცნების,, გუნდმა მიიღო და არა სასამართლომ”- ინგა გრიგოლია

“უკვე ყოფილმა პრემიერმა,გიორგი გახარიამ( რომელმაც ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო), თავისი განცხადებით,პირდაპირ თქვა, რომ მელიას დაჭერის გადაწყვეტილება ,,ოცნების,, გუნდმა მიიღო და არა სასამართლომ. გუნდთან ვერ შევთანხმდი, რომ ეხლა მაგის დრო არ იყოო. აბა , სასამართლომ გადაწყვიტაო, რომ გვიმტკიცებდნენ?”

ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი

აღნიშნულით ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა  შეუფარდა.

იტვირთბა....