ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ძალიან ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული ნიკა მელიას დაპატიმრება” – ადვოკატის განმარტება

“სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული.

“ძალიან ძნელ და ძალიან ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული ნიკა მელიას დაპატიმრება. სამართლებრივი გეგმაა, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტით. სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა ნათელია, რომ სამართლებრივ ინსტრუმენტებს არავითარი აზრი არ აქვს,” – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამალომ “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....