მთავარი სამართალი

“მელიამ პირველ ნოემბერს აშკარად და გარკვევით სახეში გვესროლა სამაჯური”- პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე შეცვლაზე მსჯელობენ. პროცესზე არგუმენტებით წარსdგა საქმის პროკურორი, რომელიც ასაბუთებს, რატომ უნდა შეეფარდოს ნიკა მელიას პატიმრობა.

სხდომაზე ერთ-ერთმა პროკურორმა თქვა, რომ პირველ ნოემბერს “აშკარა დარღვევას” ჰქონდა ადგილი, რადგან ნიკა მეიამ “ფაქტობრივად, სახეში ესროლათ სამაჯური”.

“რომ ირღვეოდა ეს აღკვეთი ღონისძიება [ელექტრონული სამაჯურის ტარება] ფაქტია, რადგან შეიცვალა, დაუმძიმდა და დაემატა გირაოს თანხა 40 ათასი ლარი. ამაზე იყო მსჯელობა წინა სასამართლო სხდომაზე. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ეს კაცი არღვევდა ამ პირობას.

პირველ ნოემბერს რადგან ახსენებთ, მაშინ აშკარად და გარკვევით სახეში გვესროლა, ფაქტობრივად, ტელევიზიის მეშვეობით, ნიკანორ მელიამ თავისი სამაჯური და თქვა, რომ არ დაგემორჩილებით”, – ამბობს პროკურორი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს არ ესწრება თავად ნიკა მელია. ის სასამართლო პროცესს თვალს პარტიის ოფისიდან ადევნებს. ოფისში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერებიც.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 88 დეპუტატის ხმით შეუჩერდა.

იტვირთბა....