დღეს, 16:00 საათზე საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერის საკითხზე განმარტება გააკეთა საქმის პროკურორმა და თქვა, რომ საგამოძიებო უწყება ითხოვს მელიას პატიმრობას და პროკურატურის მოთხოვნა არის არგუმენტირებულად დასაბუთებული:
„ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები დიდ კონფლიქტში მოდის კანონთან, გირაოს არ გადახდა და ტირაჟირება იმისა, რომ არ დაემორჩილება კანნონს, არის ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად არ არის სხვა ალტერნატივა, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“ – აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისათვის, 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უმინიტეტი შეუჩერა.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. კერძოდ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.