საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქმე საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს.
ელჩი ხაზს უსვამს ორი საკითხს – სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი.
„რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, – აღნიშნა ჰარცელმა.
ასევე, როგორც ელჩმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, ხედავს რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა უფრო მეტ განხეთქილებაში შევლენ.