ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) არქეოლოგებმა ალ კაპონეს არყის გამოსახდელი აპარატი აღმოაჩინეს

ამერიკელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 100 წლის წინანდელი სპირტიანი სასმელის გამოსახდელი მოწყობილობა, რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, ცნობილ მაფიოზს ალ კაპონეს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ადგილზე ნაპოვნია არყის გამოხდისთვის საჭირო დეტალური ინსტრუმენტებიც, რაც ადასტურებს, რომ არტიფაქტები შეერთებულ შტატებში “მშრალი კანონის” პერიოდს მიეკუთვნება.

მეცნიერების კვლევებით, სავარაუდოდ, არაკანონიერი სპირტიანი სასმელების წარმოებას ალ კაპონეს ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, ბენჯამინ ვილპონტო ხელმძღვანელობდა.

ჰელ ჰოულ სუემპი ის ადგილია, სადაც შეერთებულ შტატებში “მშრალი კანონის” პერიოდში, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელები იწარმოებოდა. აქ წარმოებული სასმელი იგზავნებოდა ჩიკაგოში და სარფიანად იყიდებოდა.

როგორც ირკვევა, ალ კაპონე ლიმუზინით, ხშირად სტუმრობდა აღნიშნულ ადგილს და პირადად ამოწმებდა წარმოების პროცესს.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამერიკული გაზეთები ხშირად წერდნენ არალეგალური წარმოების სპირტიან სასმელებზე, რომლებიც, მიუხედავად აკრძალვისა, შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.

იტვირთბა....