“არც მელიაზე და არც არავისზე ოპოზიციაში, კომენტარს აღარ ვაპირებ საერთოდ. თუ ვინმეს რამე ჩემთან დაკავშირებით წუხილები და ჭმუნვები აქვთ, იციან ჩემი ნომერი და დამიკავშირდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია.”
ალეკო ელისაშვილი – პარტია მოქალაქეების ლიდერი.
ცნობისათვის, 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უმინიტეტი შეუჩერა.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. კერძოდ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.