დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ქვეყანა ვაქცინაციის პროცესისთვის სერიოზულად მოემზადა.” ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არსებობს გეგმა, რომელიც სახელმწიფომ დაამტკიცა, ამ გეგმის მიხედვით გათვლილია, რომ ჩვენ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი გვინდა რომ ავცრათ. მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში ძალიან მალე ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძე