მთავარი ციტატა

“პარლამენტიდან ჩემი ხელით გამოგათრევო რომ ეუბნები, ნუთუ ეს ნორმალურია?”- იაგო ხვიჩია მელიზე

“ადამიანს, რომელიც გგულშემატკივრობს და გთავაზობს, რომ შენს გირაოს ის გადაიხდის, შეიძლება თავაზიანად უთხრა უარი და მადლობა გადაუხადო, მაგრამ პარლამენტიდან ჩემი ხელით გამოგათრევო რო ეუბნები, ნუთუ ეს ნორმალურია?”

იაგო ხვიჩია – პარტია “გირჩის” ლიდერი

აღნიშNულით იაგო ხვიჩია  ალეკო ელისაშვილის მიმართ ნიკა მელიას მუქარს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, ელისაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

ალეკო ელისაშვილს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უპასუხა. ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია ელისაშვილის ინიციატივამ და “მოქალაქეების” ლიდერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?”

იტვირთბა....