მთავარი ციტატა

“თავი რომ არ დაგიხარეთ, ახლა მასამართლებთ, მონა ვერ გაასამართლებს”- ნიკა მელია

“მონა ვერ გაასამართლებს საქართველოს ვერც ერთ მოქალაქეს. ვერ დამიჭერთ, გამორცხულია. მეტიც, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელცი მყარი გეგონათ., ბიძინა ივანიშვილის მონებ ხართ. ბიძინა ივანიშვილი კიდევ არის სხვისი- გავრილოვისა და მათი მონები.სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები. თავი რომ არ დაგიხარეთ, ახლა მასამართლებთ.”

ნიკა მელია – ენმ-ის თავმჯდომარე

ამის ესახებ ნიკა მელიამ შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. აღნიშნული შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, როცა ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.

პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

იტვირთბა....