„მათვარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე – არის ტყუილი. გირაოს დამძიმება გირაოთი – არის ტყუილი. ბრალდებულის უფლებაა, ბრალდების არაღიარების ფორმად გამოიყენოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის გირაოს გადახდაზე უარის თქმა. ეს უფლებაა სწორედ მისთვის გარანტირებული უნიკალური კოდით, ანუ მექანიზმით, გირაო გადახდილ იქნეს მხოლოდ მის მიერ ან მისი უშუალო და ექსკლუზიური თანხმობით, და არა ვინმე “კეთილის მსურველის” მიერ მისი ნების გარეშე ან მისი ნების საწინააღმდეგოდ.
მოკლედ, რასაც ვუყურებ, ქოცებმა ჩაისვარეს და მთელი ორი საათია აპრავებენ მელიასთვის მისი თანხმობის გარეშე, მეტიც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გირაოს გადახდას მესამე პირის მიერ, და ასევე გირაოს დამძიმებას სასამართლოს მიერ კიდევ უფრო დიდი გირაოთი (უკვე მესამედ)” – წერს გვარამია.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.