ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სან-დიეგოს ზოოპარკში კორონავირუსით დაინფიცირებული გორილები გამოჯანმრთელდნენ

სან-დიეგოს ზოოპარკის დიდი მაიმუნები, რომელბიც გასულ თვეში კორონავირუსით დაინფიცირდნენ, ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის მსუბუქი ხველა და მოდუნებულობა, მაინც აღენიშნებოდათ.

წყარო იუწყება, რომ ზოოპარკის ვეტერინართა ჯგუფისა და ველური ბუნების ზრუნვის სპეციალისტების მიერ ერთობლივად ჩატარებული უმაღლესი ხარისხის სამუშაოების შედეგად, 8 დაინფიცირებული გორილა COVID – 19-სგან, უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

 

იტვირთბა....