ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წილოსანი იბრძოდა? წილოსანის მამა მოვიდა ჩემთან და საქმის ჩაწყობაზე მელაპარაკებოდა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულია და “ოცნების” წევრები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მათ “მამიკოს“ მოეწონება. მისივე თქმით, ხელისუფლებაში გაუგებარი ხალხია, მათ შორის დეპუტატი ნინო წილოსანი, რომლის მამაც, ხუხაშვილის თქმით, მას 2012 წელს საქმეების ჩაწყობას თხოვდა. ამის შესახებ მან “მთავარ არხს” განუცხადა.

“ფაქტობრივად ისინი მთელი თავისი ქმედებით ქრონოლოგიას რომ გადავხედოთ, ადასტურებენ რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. ეს ხომ პირველი საქმე არ არის. რამდენიმე საქმე აქვს ამ ხელისუფლებას.  ასეთი საქმეები წინა ხელისუფლებასაც ქონდა, ეს ველოსიპედი ამათ კიარ მოუგონიათ. საერთოდ  ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, როცა შეთქმულების თეორია ვითარდება, აღიძრება საქმე, ეკიდება ეს საქმე, ბოლომდე მიყვანა არავის არ უნდა და დღესაც არ უნდა ქართულ ოცნებას ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. მელიას დაჭერის შემდეგ მოუწევთ ამ საქმის ფორსირება და მათი მთავარი პრობლემა მელიას დაჭერა–არდაჭერა კი არ არის, ეს საქმე ბოლმდე ხო უნდა გაიყვანონ? ის 20 ივნისი ყველამ ვნახეთ და ვიცით. რა სახელმწიფო გადატრიალება, რის გადმოტრიალება? საქმე არის პოლიტიკური და პოლიტიკური ეს ოპოზიციამ კი არ გახადა, ხელისუფლებამ გახადა პოლიტიკურად ეს საქმე, თავიდანვე ასე დაიწყო. ამ საქმის ფიგურანტი მარტო მელია ხომ არ არის? ამ საქმის ფიგურანტებთან დკავშირებით ხელისუფლება ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც პოლიტიკური მიზანშეწონილობისთვის ჭირდებოდა, მაგრამ ახლა იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ საქმე უნდა დაასრულონ. შესაბამისად, სასამართლოც უნდა ჩაითრიონ ამ აბსურდში, სასამართლოს უნდა გამოატანინონ მერე აბსურდული ვერდიქტი და ეს ხდება იმ ფონზე, როცა თვითონვე თქვეს, რომ იყო ძალის გადამეტება. 18 წლის გოგოს ცხოვრება დაუნგრიეს. ძალის გადამეტება ხომ იყო, თვითონვე ხომ აღიარეს? ვინმე დასაჯეს ამაზე?

ასე რომ, ვითარება ხელისუფლებისთვის არის ძალიან წამგებიანი, მაგრამ მეორეს მხრივ სისუსტის დემონსტრირება არ უნდათ… იქ ხომ მამიკო უყურებს იქიდან? სისუსტის დემონსტრირებით მამასთან შერცხვებიან. ამიტომ ამ მაგარბიჭობანას თამაშში არიან. ისეთ აბსურდებს წერენ, ისე ბაქიბუქობენ, ეს გაუგებარი ხალხი კიდევ საიდანღაც მოიყვანეს,  ახლები… და ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლიაო… ვინ? წილოსანი იბრძოდა? წილოსანის მამა ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით მოვიდა ჩემთან და საქმის ჩაწყობაზე მელაპარაკებოდა. რას იბრძოდა, ვინ წილოსანი იბრძოდა? საქმის ჩაწყობაზე, თავის ბიზნესებზე მელაპარაკებოდა. და ის შვილიც ამისთვის ყავს იქ ხო? სხვა ამოცანას ხო არ ასრულებს? და გამოდის აქ და დიდი პოლიტიკოსივით მელაპარაკება.“– ამბობს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური გასული წლის 1-ლი ნოემბრის აქციაზე მოიხსნა და გადააგდო. ამის გამო, მას გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მას შემდეგ, რაც მელიამ გირაო არ გადაიხადა, პროკურატურამ მისთვის პატიმრობა მოითხოვა და ნებართვის მისაღებად, პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებენ.

იტვირთბა....