ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს?”- მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდებარე პოლიიტკურ მოვლენებს, მათ შორის, ენმ-ის თავმჯდომარის შესაძლო დაკავებას ეხმიანება.

მეუფე აცხადებს, რომ საქართველოს უფსკრულში არავის გადააჩეხინებენ. მიისვე თქმიტ, თუ სასულიერო პირები რომელიმე კონკრეტულ ძალას დაუჭერენ მხარს,  “მთავარი ოპოზიცია აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია.”

“ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან

ოპოზიციას პოლიტიკოსობის ვერაფერს ვატყობ. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხოლმე ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. გადახედეთ კარგად, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდებით. ეს მეორე ძალაა, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციაა, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. თუ მხარს დავუჭერთ ვინმეს, დღეს მოქმედს არავის. როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ,”- აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის მტრობაა და „არც პარლამენტი გვაქვს, არც არაფერი“.

 

იტვირთბა....