„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ენმ-ის თავმჯდომნარეს ნიკა მელიასაც შეეხება.
როგორც შეხვედრამდე სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, სერგი ჩიხლაძემ ჟურნალისტებტან განაცხადა, განსახილველი იქნება, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი ნიკა მელიას დაკავებას.
„დღეს ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. აქ იქნება მომავალი ტაქტიკა, სტრატეგია ოპოზიციის. ვიმსჯელებთ ნიკა მელიას გარშემო შექმნილ სიტუაციაზე. არამარტო ნიკა მელიაზე, არამედ ყველა პოლიტიკურად შეკერილ საქმეზე.
რაც შეეხება აქციებს, რას მოვიმოქმედებთ, რა ერთობლივი გეგმა გვექნება, დღეს განვიხილავთ. ადრეც განვაცხადეთ, რომ აქციები და მშვიდობიანად გამოხატვა აზრის არის კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი მეთოდი ხელისუფლებაზე ზეწოლის და რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება არამარტო მელისთან, არამედ სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, სერგი ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, ამ კვირაში პარლამენტში ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმებას უნდა უყარონ კენჭი. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. აღნიშნული შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, როცა ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.
პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

