ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შენ პირადად ვახას სისხლი გმართებს, ცოტა დარჩა, მეც რაღაცეებს ველოდები, შენი ჯოჯოხეთიც ნელნელა ახლოვდება”- მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილს მიმართავს

კანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათში” სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს, ინტერვიუში ჩანდა, რომ სოსო გოგაშვილი ცდილობდა, საკუთარი თავი გადაერჩინა, ხოლო მისი ნალაპარაკები სიმართლეს არ შესაბამებოდა.

მაჩალიკაშვილი წერს, რომ სოსო გოგაშვილს არ შერჩება მისი შვილის სიკვდილი და  ამისთვის პასუხს აგებინებს.

“წუხელ ნოდარ მელაძეს გადაცემას თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე იქ ვნახე დამფრთხალი ვირთხა სოსო გოგაშვილი როგორ ორაზროვნად ცდილობდა თავისი ბინძური ტყავის გადარჩენას. ერთის მხრივ ვიგრძენი, ეკლესიაში თავშესაფარს ჩალიჩობდა, მეორეს მხვრივ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში შეძრომას, რა თქმა უნდა, მსხვილ პარტიაში და მესამე, ამდენი ჭორები და ტყუილები ამ მხდალ ლაჩარს კი უხდებოდა რომ მეტად გაიშიფროს.

და რაც შეხება დანარჩენს, სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა შეიფარო თავი, რამდენიც არ უნდა ქონდეს სისხლით ნაშოვნი ფული, მე ერთს გვპირდები, ამას რაც გინდა ის დაარქვი, ვისაც გინდა იმას დაუჯერე, ვინც გაიმედებს რომ ვახა დაგანებებს თავს, რომ გულს გიმაგრებენ იმათაც ბოლომდის უხადე. ჯერერთი იმათი დედა მეორე შენი დედაც, ერთი ის არ დაგავიწყდეს, რომ შენ პირადად ვახას სისხლი გმართებს, იმ ვახასი რომელიც არაფრის გამო 3 წელია ტერორისტს ეძახი. არანაირი საფუძვლის გარეშე ერთადერთი ვაჟი მძინარე საწოლში მოკალი და ამ ყველაფერს ასე მარტივად უყურებ. ცოტა დარჩა, მეც რაღაც რაღაცეებს ველოდები შენი ჯოჯოხეთიც ნელნელა ახლოვდება. გამოთქმა ასეთი ბრძენი – ადამიანების ჩქარი მდინარე ზღვას აცდენილაო, იოსებ გოგაშვილო შენ ნაძირალა და ირაკლი ჩიმაკაძე ყველაფერს აცდით რასაც სიკეთე და სიყვარული ქვია,”- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა “ნოდარ მელაძის შაბათს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში სოსო გოგაშვილმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. გოგაშვილმა გადაცემაში ე.წ., ციანიდის საქმის  ახალ გარემოებებზეც ისაუბრა. ასევე, მან საპატრიარქო თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, სწორედ სოსო გოგაშილი ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....