ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო)“პრემიერმა მისაყვედურა და მითხრა, სამიზნე იყო პატრიარქიო”- სოსო გოგაშვილი “ციანიდის საქმეზე’

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე  სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ე.წ., ციანიდის საქმეზე  ახალ გარემოებებზე ყვება.

სოსო გოგაშვილის თქმით, იმ დროს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მას უთხრა, რომ მთავარი სამიზნე იყო პატრიარქი და არა მისი დივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.

“როდესაც მე ჩემი ვერსია ვთქვი, რომ სამიზნე იყო შორენა თეთრუაშვილი, პრემიერმა მისაყვედურა, შენ ვერ წარმოდგენ, რამხელა საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყანას, სამიზნე იყო პატრიარქიო. სავარაუდოდ, მას ჰქონდა უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე მე,”- აცხადებს სოსო გოგაშვილი.

გოგაშვილის ვერსიიტ, სამიზნე იყო შორენა თეთრუაშვილი, რადგან ამით ძალაუფლება სეენარჩუნებინათ.

როგორც გოგაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში სამართლიანად ზის, მაგრამ ამ საქმეზე დამნაშავე მხოლოდ ის არაა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოში ამ საქმეზე დავა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შეიძინა და ასევე, იარაღის უკაონოდ შეძენა-შენახვა.

 

იტვირთბა....