ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო)”ვფიქრობ, სასულიერო პირებმა სამება შეგნებულად დაწვეს”- სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საპატრიარქოს თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე  სოსო გოგაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში საპატრიარქოს თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.

გოგაშვილის ინფორმაციით, საპატრიარქოს ერთი ჯგუფი განაგებს შემოსავლების რესურსებს. გოგაშვილი კონკრეტულ ფაქტსაც იხსენებს, რომელიც სამების ახალგაზრდული ცენტრის დაწვას ეხება.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს ჯგუფმა ცენტრი განზრახ დაწვა, ვინაიდან ბიუჯეტიდან თანხები მიეთვისებინა.

“ერთხელ ბიუჯეტის თანხების მიტაცებაც სცადეს, როდესაც დაიწვა სამების ახალგაზრდული ცენტრი, დაიწვა თუ დაწვეს, ამაზე თავს ვერ დავდებ, ჩავთვალოთ დაიწვა, მაშინ მათ გააკეთეს კალკულაცია, დაცვის სამსახურმა, მამალაძემ და კიდევ სხვა სასულიერო პირები იყვნენ, ამ ადამიანებმა გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტიდან 3 მილონ 600 ათასი მოითხოვეს დახმარების სახით, რომ ეს ახალგაზრდული ცენტრი აღდგენილიყო. ჩვენ ვაწარმოეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ სადღაც მილიონ ლარამდეც არც იყო საჭირო იმ რაბილიტაციისთვის,”- აცხადებს გოგაშვილი.

გოგაშვილის თქმით, მოთხოვნილი თანხა, 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიდიოდა მათი ახლობლის კომპანიაში, საიდანაც ერთ მილიონს რეაბილიტაციისთვის დახარჯავდნენ და დანარჩენი თვითონ რჩებოდათ.

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ სასულიერო პირებმა სამება შეგნებულად დაწვეს.

“მე ვფიქრობ რომ სამება შეგნებულად დაწვეს. შეგნებულად, შეილება, რადგან ბიუჯეტიდან თანხა მიეთვისებინათ,”- აცხადებს სოსო გოგაშვილი.

 

 

იტვირთბა....