გვინეის ჯანდაცვის სამინისტრო, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ებოლას ეპიდემიის დაწყების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს. ხელისუფლების რეკომენდაციით, იმ პირებს, რომლებსაც დაავადების სიმპტომები აღენიშნებათ იზოლაციაში გადაიყვანენ.
გარდა ამისა, გაიხსნება ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მოსახლეობის აცრას უზრუნველყოფს.
ცნობისათვის, ებოლას დაავადებით გარდაცვალების შემთხვევა გვინეაში 2016 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. ებოლას ინფექციით სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 5 პირს დაავადება დაუდასტურდა.
2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიას, რომელიც გვინეადან გავრცელდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ებოლაზე ვაქცინაცია გვინეაში 2015 წლიდან დაიწყო, რისი საშუალებითაც აფრიკამ პანდემია დაამარცხა.