მთავარი ციტატა

“შეიძლება გვისმენენ და გვითვალთვალებენ, მაგრამ მოსმენილიდან და ნანახიდან აზრი ვერ გამოაქვთ…” – გია ხუხაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებას ეხმიანება

“გოგაშვილმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – აჩვენა, რომ სპეცსამსახურები ფაქტიურად არ გვყავს. შეიძლება გვისმენენ და გვითვალთვალებენ, მაგრამ მოსმენილიდან და ნანახიდან აზრი ვერ გამოაქვთ…”

გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

პოლიტოლოგი აღნიშნული პოსტით “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ,  სოსო გოგაშვილმა საპატრიარქო თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. გოგაშვილმა ამავე გადაცემაში ე.წ., ციანიდის საქმეზე  ახალ გარემოებებზეც ისაუბრა.

იტვირთბა....