მთავარი ციტატა

“რევოლუცია რომ მოხდეს, დღევანდელი პროკურატურა სანატრელი გახდება და შოთაძე ბუნჩულა დათუნიად მოგვეჩვენება”

“თუ დაიჭერენ, დიდი ალბათობით მელია იქნება პოლიტპატიმარი, მაგრამ იქნება უხერხული რამის გამო დაკავებული. გირაოს თანხას რომ არ იხდი, ამის გამო რომ გაკავებენ, რთული ასახსნელია, იქნება თუ არა პოლიტპატიმარი. ობიექტურად, ნიკა ხომ ახლა გამომწვევად იქცევა, აი, მაგარი ვარო… ხო მაგარი ბიჭია, მაგრამ ასე არ უნდა მოიქცეს. ამ ქვეყანას არ სჭირდება რადიკალიზაცია. ერთადერთი, ვისაც რადიკალიზაცია სჭირდება, ის უკრაინაშია. აქ რომ გადატრიალება და რევოლუცია მოხდეს, დღევანდელი პროკურატურა გახდება სანატრელი და ბუნჩულა დათუნიად მოგვეჩვენება დღევანდელი შოთაძე.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. 

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. 

ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

იტვირთბა....