დიდმა ბიტანეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები მეორედ დაბომბა. BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის ავიაიერიშები აღმოსავლეთ სირიაში, იმ ადგილებზე განახორციელა, საიდანაც ISIS ნავთობს მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა 2 დეკემბერს 10 საათიანი დებატების შემდეგ მხარი დაუჭირა ISIS წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვას. 3 დეკემბერს კი ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პირველი იერიში მიიტანეს „ისლამურ სახელმწიფოზე“.