პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.
იტვირთბა....