წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მეუფის თქმით, მეუფე გრიგოლ კაცია კი თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.
„საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველა გაიგებთ. ყველაფერი დალაგებულია. მთავარი არის, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ჩვენც, თქვენც და ყველა. ხოლო, ვინც არის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მტერი, შეიძლება მას არ გაუხარდეს, თორემ დანარჩენი, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ”, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო დავითგარეჯის საქმე, ვაქცინაცია და რიგი ზნეობრივი საკითხები. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა.