„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კალაძის თქმით, კარგად ჩანს, რომ რეალური დაპირისპირება ოპოზიციურ რიგებშია და საზოგადოება ხედავს, რომ პარტიები იშლება.
„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნოპბისთვის, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ, რასაც მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ.