ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, რა საკითხები განიხილეს წმინდა სინოდის სხდომაზე

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო დავითგარეჯის საქმე, ვაქცინაცია და რიგი ზნეობრივი საკითხები.

“საკმაოდ მცირე დროში საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს მღვდელმთავრებმა, რამდენიმე საათში ოქმის სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ საკითხს, რომელიც სინოდმა მიიღო.

საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო იქ რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული”. – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა.

იტვირთბა....