ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) სვანეთის უბანში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა . საბედნიეროდ არავინ დაღუპულა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ასპინძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აალდა ბუნებრივი აირი. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, ჩაიმსხვრა შუშები და ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

იტვირთბა....