.
სირიაში რუსეთის დაბომბვებს 5 წლის გოგონა ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემის თანახმად, გოგონა რამდენიმე დღით ნათესავებთან სტუმრად იყო. გოგონას უკანასკნელი ფოტოები დაბომბვამდე 10 წუთით ადრე აქვს გადაღებული. გოგონას ოჯახი თავშესაფარში შესვლას ცდილობდა, თუმცა ბომბი პირდაპირ შესასვლელთან დაეცა. ის საავადმყოფოში მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი მოქალაქეებით დასახლებულ ზონებს განზრახ ბომბავს. საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფის Airwars თანახმად, რუსეთის საჰაერო იერიშებს ოქტომბერში 295 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.