ზუგდიდში დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ აციის მონაწილებს სამხარეო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, ასფალტის მოხატვის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, ზუგდიდში „კომენდანტის საათის“ დროს სამოქალაქო აქტივისტებისაპროტესტო აქციას მართავენ.
ცნობისტის, მათ საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას ფოტოებითა და ტრანსპარანტებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები „კომენდანტის საათის“ დარღვევით პროტესტს გამოხატავენ და რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ.