ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბაზრობაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიას გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სხვა ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.