aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის უბრალოდ იაფი პოლიტიკანის საქციელი” -კაპანაძე წულუკიანზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხამურება, სადაც მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული. კაპანაძის თქმით, წულუკიანის ამგვარი განცხადება ისეთ საკითხზე, რომელზეც ყველა უნდა შეეცადოს, რომ პოზიტიური კომენტარი დააფიქსიროს, გასაკვირი არ არის.

„ახლა იმის გარკვევა, ვისი დამსახურება უფრო მეტად იყო და ამის მიწერა თავის თავზე, არის უბრალოდ იაფი პოლიტიკანის საქციელი, რაც ყველაზე კარგი დახასიათებაა, რომელიც ქალბატონ წულუკიანს შეიძლება მივცეთ. კიდევ ერთხელ, ეს საქმე თავის დროზე იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად ლომის წვლილი იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების დამსახურება. ყველა ამ ადამიანის დამსახურებაა და ყველას მადლობა ეკუთვნის, რომელმაც თავისი აგური დადო ამ დიდ გამარჯვებაზე. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტო თვითონ მიისაკუთრონ, როგორც მინიმუმ ვერ ხვდებიან რამდენამდ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ.“ – განაცხადა კაპანაძემ.

იტვირთბა....