ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს iphone 12 Pro -ის შემდეგ მიკროფონიც აჩუქეს. ამის შესახებ მეუგე ნიკოლოზიც სოფიალურ ქსელში თავად წერს.
როგორც მეუფე ნიკოლოზი წერს, მიკროფონი მას ტელეფონით ფილმებისა და საჯარო ლექციების გადაღებისას ხმის გაუმჯობესებისთვის სჭირდება.
“არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ სიხარული. ახალი მიკროფონი მაქვს, მინდა გაჩვენოთ, როგორი მიკროფონია. მე არც კი ვიცოდი, რომ ასეთი აპარატურა არსებობდა მობილური ტელეფონებისთვის. ეს არის ძალიან ცნობილი ფირმა “შური”, რომელიც აწარმოებს მიკროფონებს, როცა ბატონმა ვახტანგ ბაკურაძემ მაჩუქა, აsეთი რაღაც მითხრა ხუმრობით, “ნუ გამოაჩენ შურს, ზოგ ადამიანს შურს.” ბატონ ვახტანგს ასე ვუპასუხებ – არ მეშინა შურის, მიკრიფონი მაქვს “შურის.”- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ამასთან, მეუფეს თქმით, 10 თებერვალს, 18:45 სთ-ზე ზუმის პლატფორმაზე საჯარო ლექციას გეგმავს და დასწრების მსურველებს “არაკულინარიულ ნადიმზე” ეპატიჟება.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მეუფე ნიკოლოზი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა მან ისურვა, Iphone-ის ბოლო გამოშვება, 12 Pro ჰქონოდა. ამ განცხადებიდან მალევე მეუფეს ერთ-ერთმა მაღაზიამ Iphone 12 Pro საჩუქრად გადასცა.
მეუფეს ყურადღება დაიმსახურა მის მიერ გაკეთებულმა კიდევ ერთმა განცხადებამ, სადაც თქვა, რომ მისი მანქანა, რომელიც 2006 წლიანია, უკვე გაცვეთილია და ახალ მანქანაზე უარს არ იტყოდა.

