ცხვარიჭამიაში 42 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ შუა ხნის მამაკაცი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ი.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ მის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.