თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო პირველ ხუთ ქვეყანას შორის მოხვდა, რომელმაც უმაღლესი ხარისხის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.
ცერცვაძის თქმით, საქართველოსი ძალიან მალე “ფაიზერის” 30 000 დოზა ჩამოვა და მედიცინის მუსაკები აიცრებიან.
მისივე თქმით, ოციფიალურად მიიღო საქართველომ ინფორმაცია, რომ მარტში კიდევ 214 000 დოზა ჩამოვა, რომლითაც აიცრებიან ხანდაზმულები.
„30 000 დოზა ჩამოვა ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში და საშუალება გვექნება, ავცრათ მედიცინის მუშაკები. საქართველომ უკვე ოფიციალურად მიიღო შეტყობინება, რომ მარტში გამოიყოფა კიდევ 214 000 დოზა, რომლითაც აიცრებიან ხანდაზმულები,”- აცხადებს ცერცვაძე.
მიის თქმით, შემუშავებულია ვაქცინაციის ძალიან ეფექტიანი, უნიკალური გეგმა. შერჩეულია კლინიკები, სადაც უნდა მოხდეს ვაქცინაცია.
“მკაცრად არის განსაზღვრული, თუ რა აღჭურვილობა და მედიკამენტები უნდა იყოს ვაქცინაციის თითოეულ ცენტრში, როგორი კვალიფიკაციის მედპერსონალი უნდა იყოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმის გარანტი, რომ ვაქცინაცია მოხდეს ორგანიზებულად, აიცრას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, გვექნება გართულებების მინიმალური რაოდენობა და არ გვექნება სიკვდილიანობის არც ერთი შემთხვევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.