aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო შეუთანხმებელი მონაკვეთი” – პრეზიდენტი დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავითგარეჯის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გადაწყდა, რომ საზღვრის საკითხი პრეზიდენტების დონეზე მოგვარებულიყო.

როგორც პრეზიდენტმა იმედის ეთერში განაცხადა,  მისი მინისტრობის დროს დავით გარეჯის გარკვეული მონაკვეთი იყო შეუთანხმებელი და გადაწყდა, რომ ეს საკითხი მინისტრების დონეზე არ გადაწყვეტილიყო.

“ვერ ჩავერევი იმ საქმეში, ჯერაც პროცესი მიმდინარეობს [კარტოგრაფების საქმე], მაგრამ ჩემი მინისტრობის (და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე) დროს არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო შეუთანხმებელი მონაკვეთი. იმდენად შეუთანხმებელი, რომ ჩვენ, მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე.

“მე როცა ვიყავი მინისტრი, დავსვი კითხვა, ჩვენ რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობებით ბევრი მიმართულებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული დელიმიტაცია – იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე,”- აცხადებს ზურაბიშბილი.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, ამ საკითხზე იგივე სიტუაცია დახვდა და იგივე მონაკვეთი შეუთანხმებელი იყო.

“როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – რომ შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით. რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის.

მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამიტომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში პირველივე ვიზიტის დროს დავსვი ეს საკითხი. პრეზიდენტის პასუხი იყო იგივე – დავასრულოთ, რაც დავიწყეთ 30 წლის წინო”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი კარტოგრაფების საქმეს შეეხო და აღნიშნა, რომ უკვირს, როცა “ზოგიერთები დაჟინებით იძახიან, რომ გარეჯი ჩვენი ტერიტორია არ არის”.

“არსად არ გამიგია, რომ ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი, იჩემებს, რომ ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის. ამით ვარ გაოცებული”. – თქვა მან.

იტვირთბა....