რამდენიმე წუთის წინ, ცხვარიჭამიაში მეზობლებმა 42 წლის მამაკაცი თავის სახლში მოკლული იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები სავარაუდოდ, ყელის არეში დანით აქვს მიყენებული.
მათივე თქმით, ტ.ქ. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად ჩნდებოდა, ასევე სვამდა სხვა პირებთან ერთადაც, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მათ შორს, კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარიყო.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“მეტრონომი” მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

